დაბა ლაითურის საჯარო სკოლის 6 წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა
26-07-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
წარჩინებულ მე-10 და მე-11 კლასელებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
მეათეკლასელი მოსწავლეები არიან - მიხეილ ხაბალაშვილი და ნინი ჩხარტიშვილი; ხოლო, მე-11 კლასის წარჩინებული ბავშვები კი: ლუკა ხაბალაშვილი, ეთერი კოჩალიძე, ბექა გელაშვილი და ნესტანი ცინცაძე.
აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეებიდან ძმები - ლუკა და მიშო ხაბალაშვილები არიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს