ერკეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში
26-07-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი - AQUA წარმატებით ფუნქციონირებს. ეკოკლუბი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“ აქტიურად იყო ჩართული.
ეკოკლუბმა გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა და ნახევარფინალური ტურშიც გადავიდა.
გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალური ტური 23 ივლისს, CENN-ის ორგანიზებით ჩატარდა. ეკოკლუბს ნახევარფინალში სერტიფიკატი და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცა. ასევე, „AQUA“ გამორჩეულ ეკოკლუბად დასახელდა.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაზე“ ვმუშაობდით ერთი წლის მანძილზე, რა დროშიც განვახორციელეთ არაერთი აქტივობა მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. პროექტის ფარგლებში გაიზარდა მოსწავლეებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობა მდგრადი განვითარების მიზნებსა და ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს