გვარას საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
26-07-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

​საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის მოსწავლეებს ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

„ჩვენი შრომის აღიარება და დაფასება - უძვირფასესი საჩუქარი კარგი სწავლისთვის“- ასე თვლიან მეათე კლასის მოსწავლეები: ლიზა ძირკვაძე, მარიამ გეგიძე და ნუცა გოგმაჩაძე, რომელთა დამრიგებელი მარინა ჯაიანია.

ამ სიტყვებს სრულად იზიარებენ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: გიგი ბოლქვაძე და თამთა თხილაიშვილი, რომელთა კლასის ხელმძღვანელი მარინა ღონღაძეა.

მოსწავლეები პედაგოგებს, რომლებმაც მათ სწავლაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობას უხდიან და პირობას დებენ კვლავაც წარმატებით გააგრძელებენ ცოდნის მწვერვალებისკენ გზას, რათა ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად აღიზარდონ.

გვარას საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მოსწავლეებს ამ ძვირფას საჩუქარს და უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203