„თქვენ ყოველი ჩვენგანის დამცველი, გულშემატკივარი და ჭირ-ვარამის გამზიარებელი იყავით!“-მშვიდობაურის საჯარო სკოლა დირექტორ ირაკლი გარაყანიძეს გლოვობს
26-07-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლა დირექტორს, ირაკლი გარაყანიძეს გლოვობს.

სასკოლო საზოგადოებისთვის ირაკლი გარაყანიძის გარდაცვალება დიდი ტკივილია.

პედაგოგებმა დირექტორის მიმართ ემოციური სამძიმრის წერილი გაავრცელეს.

„26 ივლისი... უსაშველოდ ტკივილიანი სამშაბათი გათენდა! სკოლაში მოსულ პედაგოგებს შენობაში შემოსვლა გაგვიჭირდა... იმიტომ, რომ თქვენ არ გველოდით ირაკლი მასწავლებელო!

რთულია შეეგუო რეალობას, თქვენ ხომ ყოველი ჩვენთაგანის დამცველი, გულშემატკივარი და ჭირ-ვარამის გამზიარებელი იყავით! თქვენ თქვენი ცხოვრებით გვაძლევდით ამის მაგალითს. ადამიანი, რომელიც უსაზღვროდ იყავით შეყვარებული სკოლაზე, სოფელზე, თქვენს საქმეზე, რომელსაც ასე გულისხმიერად ემსახურებოდით ათეულობით წლების მანძილზე. ჩვენ მხოლოდ კოლეგები არ ვყოფილვართ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახის წევრები ვიყავით, რომელსაც ოჯახის უფროსი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა!

დღეს უკანასკნელ გზაზე გაგაცილებენ...თქვენი აღზრდილები, პედაგოგები, მშობლები, სოფელი...

გვჯერა, რომ თქვენი სპეტაკი სული სკოლის კედლებში დარჩება და ყველა კეთილ საქმეში ხელს მოგვიმართავს.

უფალს ებარებოდეთ ქვეყნისა და ადამიანის მოყვარე ღირსეულო ქართველო, ჩვენო ირაკლი მასწავლებელო!“, - წერია სამძიმრის წერილში.

etalone.ge უერთდება სამძიმარს და სასკოლო საზოგადოებასა და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203