ზეინდარის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მარიამ ვერულაშვილი და ლუკა სოსელია პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
26-07-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მარიამ ვერულაშვილი და ლუკა სოსელია პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203