უბისის საჯარო სკოლა ნიჭიერი მოსწავლეებით ამაყობს
26-07-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში არაერთი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე სწავლობს.

ნიჭიერი ბავშვების შესახებ სკოლა საზოგადოებას ინფორმაციას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.

გამორჩეულ ბავშვებში კი პატარა მოსწავლეები - ტასო სახვაძე და ნინო სახვაძე არიან, რომლებიც ფორტეპიანოზე შესანიშნავად უკრავენ.

მოსწავლეების მიერ შესრულებული ნაწარმოებები მსმენელს გულგრილს არასდროს ტოვებს.

სასკოლო საზოგადოება პატარა და ნიჭიერ მოსწავლეებს მომავალ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203