„როდის გავიდა ეს 4 წელი?“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის IV კლასელებმა დაუვიწყარი წლები სახალისო ვიდეორგოლით შეაჯამეს
26-07-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის IVვ​ 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით და ამავდროულად, საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.

მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს, ნათია დევიძეს დაემშვიდობნენ და გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერმა მეოთხეკლასელებმა პედაგოგთან ერთად ვიდეორგოლი გადაიღეს, სადაც ნიჭიერი მოსწავლეები სიმღერას ასრულებენ.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა ორიგინალური ვიდეორგოლის საშუალებით პედაგოგთან ერთად გატარებული 4 დაუვიწყარი წელი შეაჯამეს. ვიდეორგოლში თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები ორიგინალურად არის გადმოცემული და მაყურებელსა თუ მსმენელს გულგრილს არ ტოვებს.

„ესენი ნათიას მერცხლები არიან! ნათია მასწავლებლის პატარა მსახიობები.

სკოლის ცხოვრების პირველი საფეხური რომ დაამთავრეს, ნათია მასწავლებელს დაემშვიდობნენ და სექტემბრიდან კიდევ უფრო დიდ გზას რომ დაადგებიან.

მაშინაც, დღევანდელივით, გაგვაოცებენ… გაგვახარებენ… გაგვათბობენ…

ჩვენს წინაშე ასე ლამაზად წარდგნენ. თავიანთი „მომავალი პროფესიები“ გაგვიმხილეს და დაგვაიმედეს, რომ ყველაზე კარგები იქნებიან  ჩვენი სკოლის სახელით, ვულოცავთ IVვ კლასს და მის დამრიგებელს ნათია დევიძეს, ამ მნიშვნელოვანი, პირველი საფეხურის წარმატებით დასრულებას“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203