კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ
28-03-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ლიტვის კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები -  ფიზიოთერაპიისა და სილამაზის მიმართულების ხელმძღვანელი - მონიკა პასიენე (monika pociene) და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი - ინა ბერენიტე (Ina Berenyte) სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.

ორი უნივერსიტეტი Erasmus+ის ფარგლებში თანამშრომლობას აღმავებს, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვას გულისხმობს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან, სტუმრებს რექტორი - კახაბერ კორძაია, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ქართული და ინგლისურენოვანი  საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი გიორგი ფიჩხაია და ამავე საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორი - თეა ადამია, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურიდან კი უფროსი  - თამარ ჩახნაშვილი და წარმომადგენელი - ხატია მარშანია შეხვდნენ.

მხარეებმა მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

ვიზიტის ფარგლებში, ფიზიოთერაპიისა და სილამაზის მიმართულების ხელმძღვანელმა -  მონიკა პასიენემ (monika pociene), 27-28 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამისა და მედიცინის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, დარგში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ ორდღიანი სემინარი ჩაატარა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203