„მოგზაურობა ჰარმონიისა და სილამაზის სამყაროში“ - ლანჩხუთის N3 სკოლის მეშვიდეკლასელთა პროექტის საინტერესო პრეზენტაცია
26-07-2022

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს, პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობდნენ და მოსწავლეთა ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მეშვიდეკლასელთა შთამბეჭდავი პროექტი - „მოგზაურობა ჰარმონიისა და სილამაზის სამყაროში“.

სკოლის მე-7 კლასელებმა, მათემატიკის მასწავლებელ ბელა ორაგველიძესთან ერთად, სასკოლო საზოგადოება პროექტის პრეზენტაციაზე მიიწვიეს. 

მარიამ მშვიდობაძემ, ქეთი იმნაძემ, გიორგი აფხაზავამ, სალომე ურუშაძემ, ანასტასია დოლიძემ, ნუგზარ მაქაცარიამ, ელისაბედ ჩხაიძემ, ლიზი ბერიძემ, დავით რამინაშვილმა, გელა გუჯაბიძემ სასკოლო საზოგადოებას ძალიან საინტერესოდ წარუდგინეს ულამაზესი თვალსაჩინოებებით გამდიდრებული თემები: პროპორცია, ოქროს კვეთა, ფიბონაჩის მიმდევრობა, ოქროს კვეთა და პითაგორელები, ოქროს კვეთა ბუნებაში, ადამიანში, ხელოვნებაში, მუსიკაში, პოეზიაში, არქიტექტურაში.

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„გვინდა მრავალი წარმატება ვუსურვოთ ბავშვებს ბელა მასწავლებელთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203