დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის რვა მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
26-07-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს და კუთვნილი ჯილდო დაიმსახურეს მოსწავლეებმა:

  1. ნატა ბერიშვილი;
  2. მარიამ გაგუა;
  3. მარი ერქვანია;
  4. ქეთი ერქვანია;
  5. ნინი​ თორდინავა;
  6. ლუკა ნაჭყებია;
  7. ირაკლი ნაჭყებია;
  8. გიორგი​ ფუტკარაია.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203