აბაშის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელი ნიკოლოზ ბიბლაია izrune.ge-ს ტესტებს დიდი წარმატებით ასრულებს
26-07-2022
აბაშის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბიბლაია ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული და izrune.ge-ს ტესტები ძალიან მოსწონს.

ნიკოლოზი izrune.ge-ს დიდ ოჯახს სამი თვის წინ შემოუერთდა და მონდომებულმა მესამეკლასელმა დიპლომებიც დაიმსახურა. 

„გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზ ბიბლაია, აბაშის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე. ჩემი დამრიგებელია სვეტლანა მიმინოშვილი, izrune.ge-ს ოჯახის წევრი ვარ სამი თვეა, უკვე 3 დიპლომი მაქვს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ინტერესით ველოდები ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო შემაჯამებელ ტესტირებას,  ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაცია ვეცნობი. მადლობა იზრუნეს და მათ მთლიან შემოქმედებით გუნდს, ასეთი საინტერესო და ლოგიკური ტესტებისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ჩემს პირად მენეჯერს, მონიკა სულმანიეს, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით არის და ძალიან მეხმარება“, - ვკითხულობთ ნიკოლოზის წერილში.

izrune.ge ნიკოლოზს წარმატებებს უსურვებს და მოუწოდებს ასეთი შემართებით განაგრძოს წინსვლა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203