ახალციხის N5 საჯარო სკოლის პედაგოგმა, მაია თათეშვილმა STEM მენტორების 6-თვიანი სასწავლო კურსი წარმატებით გაიარა
26-07-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლის ფიზიკის წამყვანი მასწავლებელი მაია თათეშვილი STEM მენტორების კურსის პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

ექვსთვიანი სასწავლო კურსი კონკურსის წესით შერჩეულმა 40-მა STEM პედაგოგმა გაიარა საქართველოს რეგიონებიდან, რომლებმაც ასევე მიიღეს STEM სწავლებისთვის საჭირო კომპლექტი - ARDUINO Kits.

კურსში ჩართულმა პედაგოგებმა საკუთარ სკოლებში STEM კლუბები ჩამოაყალიბეს.

„აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო ჩვენი სკოლის ფიზიკის წამყვანი მასწავლებელი მაია თათეშვილი. კონფერენციაზე მან მასწავლებელთა გუნდთან ერთად- „STEM Art“, გამოფენაზე წარმოადგინა გუნდური პროექტი „ლაზერული არფა“, ასევე გუნდის DNG (ის გუნდის ინსტრუქტორია) საკონკურსო პროექტი - „თოჯინა გიდი“, რომელიც ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის ფინალში გასული პროექტია. მასწავლებლები ასევე წარსდგნენ კონფერენციაზე მოხსენებით, სადაც ისაუბრეს STEM განათლების გამოწვევებზე და ამ მიმართულების განვითარებაზე სკოლებში.

კონფერენცია გაგრძელდა ორი დღის განმავლობაში;

კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ სერტიფიკატები.

პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203