ეშტიის N1 სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკაში
26-07-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექტორ ბერნიკ ჰოვსეფიანთან და პედაგოგებთან ერთად, საინტერესო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
8 ივლისს, ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკამ ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „შეხვედრები ბიბლიოთეკაში“ მონაწილეების შეკრებას უმასპინძლა.
შეხვედრაში სკოლის მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„საზაფხულო შეხვედრის სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო შემეცნებით აქტივობებში. შეხვედრის მონაწილეები, პროექტის ფარგლებში ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს ექსპოზიციები: პირველი ადამიანები, ოქროს საგანძური და კავკასიის ბიომრავალფეროვნება. ასევე, ჰქონდათ გასვლითი ტური ძველ თბილისსა და „ბომბორას“ პარკში მთაწმინდაზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს