როდის შეუწყდებათ ვადა მოსწავლეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ძველ ბარათებს
02-11-2016

თბილისში რეგისტრირებული მოსწავლეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ძველი ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება. 

თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს" შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსწავლეთა უფასო მგზავრობის ახალი, იდენტიფიცირებული 53 ათასი უფასო სამგზავრო ბარათი გაიცა. 

მოსწავლის მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა ახალი სამგზავრო ბარათის ასაღებად უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებს (გარდა „ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა). 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203