„გზა გმირობამდე“ - თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიანი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია
26-07-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე რატი რატიანი საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ მიერ ჩატარებული კონკურსის პირველადგილოსანია.
კონკურსი - „ჩემი წიგნი“ IX კლასის მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი და მიზნად წიგნის პოპულარიზაციას ისახავდა.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა შეექმნათ წიგნის გარეკანის დიზაინი, მოეფიქრებინათ ნაწარმოების შინაარსის მიხედვით სათაური და დაეწერათ წინასიტყვაობა, თუ რის შესახებ იქნებოდა წიგნი.
სკოლის IX კლასის მოსწავლე რატი რატიანმა შექმნა კონკურსით გათვალისწინებული წიგნის დიზაინი და გადავიდა ფინალურ ეტაპზე, დაიკავა I ადგილი და მიიღო 300-ლარიანი ვაუჩერი.
აღსანიშნავია, რომ რატი რატიანი არის უკრაინაში საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპული დავით რატიანის უფროსი შვილი. მას ჰყავს და - მარიამ რატიანი და ძმა - ლუკა რატიანი. სამივე წარჩინებული და სამაგალითო მოსწავლეა.
რატი რატიანმა კონკურსის შედეგად მიღებული საპრიზო თანხის ნაწილით სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეიძინა მხატვრული ლიტერატურა.
რატის კლასის ხელმძღვანელი ლალი სურმავა გახლავთ.
სკოლის დირექცია ამაყობს რატი რატიანის წარმატებით და მადლობას უხდის სკოლის წიგნადი ფონდის შევსებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს