საჩხერის N1 სკოლა, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, საინტერესო პროექტში მონაწილეობდა
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლა პროექტში - „ციფრული სკოლა - საქართველო“, აქტიურად იყო ჩართული.პროექტი ტალინის უნივერსიტეტთან ერთად დაიწყო და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდებოდა.
პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობოდა და მიზნად ისახავდა თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
მეორე ეტაპზე, პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 60 სკოლა იყო ჩართული.
„პროექტის ფარგლებში:
- სკოლაში შევაფასეთ ციფრულ სასწავლო პრაქტიკა და მასზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ციფრული სტრატეგია;
- სასკოლო დონეზე დავნერგეთ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილი აქტივობები;
- ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად გავეცანით და გამოვიყენეთ შესაბამის ციფრული ინსტრუმენტები;
- მონაწილეობა მივიღეთ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ბათუმში და საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ სხვა სკოლებს ინოვაციების გავრცელების მიზნით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: