ანა კალანდაძის შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო ჩიბათის საჯარო სკოლაში
26-07-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, შემოქმედებით თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, ანა კალანდაძის ლიტერატურული საღამო, რომელიც მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარიკა ჩხაიძეს ორგანიზატორობით გამართეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადებას ქართველი პოეტის ბიოგრაფია და ლექსები მხატვრულად წარუდგინეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს