„მუდამ ვზრუნავთ თვითგანვითარებაზე“ - ზეინდარის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს
25-07-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით პედაგოგები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობენ. 

მათ შორის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები ჩართულნი იყვნენ USAID-ის პროგრამაში.

დალი ბობოხიძემ, მარგალიტა მახარაძემ და მარინა დიაკონიძემ 2021-2022 აკადემიურ წელს, USAID-ის საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს.

პედაგოგები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

„მუდამ ვზრუნავთ თვითგანვითარებაზე“,- აღნიშნავენ პედაგოგები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203