მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის შეირჩნენ
25-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის შეირჩნენ. 

ურეკის საზფხულო ბანაკში ლიდერი მოსწავლეები - საბა დეკანოიძე, თემო გათაშვილი, ნინი ენუქიძე და ნიკა ბარელაძე გაემგზავრებიან. 

სკოლაში mac Georgia-ს 5-დღიანი საზაფხულო ბანაკი მიმდინარეობდა, სწორედ მისი შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები. 

„დასრულდა 5 არაჩვეულებრივი დღე, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები დატვირთული.
გილოცავთ ბავშვებო, თქვენ ჩვენი მართლაც ლიდერები ხართ გვჯერა გაამართლებთ ამ ნდობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203