ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მასწავლებლები რაიონულ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
25-07-2022

ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით, კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის მასწავლებელთა მონაწილეობა რაიონულ კონფერენციაში. კონფერენცია, ზოგად განათლების რეფორმის ფარგლებში, 16 ივნისს გაიმართა. 

კონფერენციაზე სკოლის 6 პედაგოგი მოხსენებით წარდგა და კოლეგებს წარმატებული პრაქტიკა გაიზიარა. 

სკოლიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ - მანანა ბურჯალიანი, მარინა სვანაძე, ნანა ბიბიჩაძე, ირმა ცქიფურიშვილი, ლიანა კორძაძე და მელანია ჩარკვიანი.

ქუთაისის N23 სკოლის დირექტორი ნესტან ხურციძე-სიხარულიძე პედაგოგებს წარმატებას ულოცავს. 

„ყველაზე ბოლოს ჩართული სკოლის პირობაზე, არ არის ურიგო შედეგი: 6 მასწავლებელი, ამდენივე საინტერესო, კვალიფიციური მოხსენება, დებულების სრული დაცვით. კოლეგიალობა და თანადგომა იძლევა ამგვარ შედეგს. გმადლობთ, ძვირფასო მეგობრებო! მადლობა 23-ე სკოლის საზოგადოებას ერთად დგომისა და მხარდაჭერისათვის! ჩვენ კიდევ ბევრს მივაღწევთ!“,- წერს დირექტორი სოციალურ ქსელში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203