
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა განხორციელდა.
მათ შორისაა პროექტი „წიგნი ჩვენი მეგობარია“, რომლის შემაჯამებელი ღონისძიებაც მრავალფეროვანი იყო.
აღნიშნული პროექტის მიზანი სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრება იყო, რაც შესრულდა კიდეც. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„ვისაუბრეთ პროექტის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შეიძლება ითქვას, პროექტის მთავარი მიზანი შესრულებულია.
დიდ მადლობას ვუხდით, პროექტის განმახორციელებელ გუნდს თავდაუზოგავი შრომისათვის, მოსწავლეებს - აქტიურობისთვის, მოწვეულ სტუმრებს - ნინო რამიშვილსა და სერგო დურგლიშვილს გვერდში დგომისთვის.
ბავშვებმა, თემატურად დატვირთული, ძალიან ლამაზი საღამო გვაჩუქეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: