
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ხალხური სიმღერების გუნდი „პატარა ადილა“ ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის - „ოქროს ზაფხული“ გრან პრის მფლობელია.
სკოლის გუნდი, რომლის ხელმძღვანელი ღირსების ორდენის კავალერი, ლოტბარი მაიზერ გაზდელიანი გახლავთ, საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებით წარდგა და დამსახურებული ჯილდოც მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლის სახელით ვულოცავთ ხალხური სიმღერების გუნდს „პატარა ადილას“ და მის ხელმძღვანელს ბატონ მაიზერ გაზდელიანს მორიგ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: