„ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ პლანეტას“- ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
25-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ოლიმპიადის ფარგლებში, პროექტი „ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ პლანეტას“ განახორციელეს. 

აღნიშნული პროექტი მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზანს - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ უკავშირდება. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათი ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნათია შიბდიროვი იყო.

„ინიციატივის მიზანი: ნარჩენების მართვის შედეგად ადამიანებმა მაქსიმალური პრაქტიკული სარგებელი მივიღოთ და მინიმალური ზიანი მივაყენოთ გარემოს.
პროექტის ფარგლებში სკოლაში განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203