ქართულ-ავსტრიულ სკოლა „ფესვებში“ ავსტრიელ პარტნიორებს უმასპინძლეს
25-07-2022
ქართულ-ავსტრიულ სკოლა „ფესვებს“ ქართულ-ავსტრიული თანამშრომლობლის ფარგლებში ავსტრიული დელეგაცია ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჩაატარეს სემინარი, თემაზე - „გერმანული, როგორც მეორე ენა“, სადაც ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

ასევე, განიხილეს სასკოლო განათლებაში არსებული გამოწვევები, მათ შორის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები. მოსწავლეებს, რომლებიც ავსტრიაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ სერტიფიკატები გადასცეს.

„მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს ავსტრიელ პარტნიორებს, ევროპული გამოცდილების გაზიარებისთვის და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203