
თბილისის N192 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის ყველაფერი კეთდებოდა.
მასწავლებლები მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობდნენ.
მე-3 კლასებში შემაჯამებელი ვიქტორინა „ეს საოცარი ფლორა და ფაუნა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ სასიამოვნო დრო გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: