ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები დადიანების სასახლეს ესტუმრნენ
25-07-2022

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად დადიანების სასახლეში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა სასახლის არქიტექტურა, ინტერიერი, გარემო და ექსპოზიციები დაათვალიერეს და ექსკურსიიდან ახალი ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203