
ფინალური ტურის მორიგი მონაწილეები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების სკოლებიდან 20 ივლისს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დარბაზში გამოვლინდნენ.
ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილე და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ სკოლებს CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, სასაჩუქრე ნაკრები და სპეციალური პრიზები გადასცა. ასევე, სკოლებს სპეციალური პრიზები გადასცეს National Geographic Magazine საქართველომ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF).
ქუთაისის ნახევარფინალური შეხვედრის მონაწილეებს აფასებდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი; ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019), ლადო აფხაზავა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ეკა თარგამაძე; გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების ოფიცერი, მურო თაკალანძე; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ანა მანჯავიძე და ქალთა გაძლიერების ექსპერტი, ანა მოსიაშვილი.