თბილისის N23 საჯარო სკოლის გუნდი STEAM კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
25-07-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ. 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგები მარიამ ჩხეტიანი და ინგა შავაძე მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობდნენ. მათი ხელმძღვანელობით VII კლასის მოსწავლე სალომე იმერლიშვილი და VIII კლასის მოსწავლე დავით კურტევი STEAM კონფერენცია 2022 -ზე წარსდგნენ.

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ორგანიზებულ STEAM კონფერენციას საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში სკოლის კლუბი „STEAM ოცდამესამელები“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ პროექტი „შუქნიშანი“ წარადგინეს.

მონაწილეები სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

„ჩვენი აქტიური, ყოჩაღი და პროფესიონალი მასწავლებლები საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრიდან, მარიამ ჩხეტიანი და ინგა შავაძე, არ წყვეტენ საინტერესო აქტივობების განხორციელებას და მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებით ხელშეწყობას.
კლუბის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ ენახათ სხვა სკოლის კლუბების პროექტები და გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება.
კონფერენცია წარიმართა გამოფენის ფორმატში და მასზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტები.
სკოლა ამაყობს თქვენით! 
დარწმუნებულები ვართ, სკოლის კლუბს ახალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მეტი მოსწავლე შეუერთდება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203