ახალციხის N5 საჯარო სკოლაში, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, რაიონული კონფერენციის პანელური სესიები გაიმართა
25-07-2022

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ახალციხის რაიონული კონფერენციის პანელური სესიები გაიმართა.

ახალციხის რაიონული კონფერენცია 21 ივნისს, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და საგნობრივი ექსპერტების მხარდაჭერით, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების ჩართულობით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის გახსნა მოეწყო ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში, ხოლო პანელური სესიები 14 საგნობრივი მიმართულებით, გაიმართა ახალციხის N5 საჯარო სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ახალციხის N5 საჯარო სკოლაში აქტიურად ინერგება. სკოლიდან კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობდნენ:

  • ლელა ცაგარეიშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი;
  • კლარა კუპრეიშვილი, ქიმიის პედაგოგი;
  • იდა ტიფენცევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
  • გელა მაისურაძე, სპორტის პედაგოგი;
  • მე-8 კლასის მოსწავლე ნინი აზირაშვილი, თემის ხელმძღვანელი: ფიზიკის პედაგოგი მაია თათეშვილი.

კონფერენციის მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„მადლობა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს საუკეთესოდ დაგეგმილი და მეტად საინტერესო კონფერენციის ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203