აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 სკოლის მოსწავლეებმა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვეს
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს. ისინი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან. ქიმიის (IChO 2022) 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ჩინეთში დისტანციურ ფორმატში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლითა და 1 დიპლომით დაჯილდოვდა.
სკოლის მოსწავლე ქეთევან პერანიძე ვერცხლის, ლიზი დარჩია ბრინჯაოს მედლის, ხოლო ნიკოლას ჯორჯ მეტრეველი დიპლომის მფლობელი გახდა.
ნაკრების მენტორები ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია, ლაშა ხუციშვილი არიან.
„ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
ვოლოცავთ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: