ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ესებუამ საქართველოს ძალოსანთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს.
მათ შორისაა მოსწავლე გიორგი ესებუა. მან ზუგდიდში, საქართველოს ძალოსანთა ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატი 15-17 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის გაიმართა. გიორგი ესებუამ საპრიზო ადგოლი 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიკავა.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს გიორგი ესებუას ამ მიღწევას და შემდგომშიც უსურვებს წარმატებებს თავის სპორტულ კარიერაში“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: