წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე გარემოსდაცვითი მიმართულებით გამართულ ფორუმზე წარმატებით წარდგა
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე გარემოსდაცვითი მიმართულებით გამართულ ფორუმზე დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარსდგა.
ეროვნული ფორუმი გარემოსდაცვითი მიმართულებით მეცნიერ კავშირ „სპექტრის" პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ორგანიზებით გაიმართა და 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პროექტის შედეგებსა და მიღწევებზე „სპექტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ და პროექტის კოორდინატორმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მაია ფანჩულიძემ ისაუბრეს.
„ფორუმზე საინტერესო გარემოსდაცვითი მიმართულებით, საინტერესო პრაქტიკით მსმენელთა წინაშე წარსდგნენ: იმერეთის მხარის მეცნიერ კავშირ „სპექტრის" გამგეობის თავჯდომარე თამარ მოსეშვილი, პროექტის ეკოლოგები: ცირა ბერეკაშვილი, ელენე გამყრელიძე და ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე.
ფორუმზე, რომლის მეორე დღესაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დირექტორები ესწრებოდნენ, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებანი და დაისახა სამომავლო აქტივობები ამ პროექტის სკოლათათანამშრომლობის მიმართულებით“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: