მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო წელი სუხჩის საჯარო სკოლაში
25-07-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის ყოველდღიურად ზრუნავდნენ.
სკოლაში რეგულაციების დაცვით სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მათ შორის იყო „ცოდნის დღე", „ ახალი წელია", „ჩვენ მშვიდობა გვინდა", „14 აპრილი- დედაენის დღე", „გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი", „26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე", „მშვიდობით, სკოლავ“ და სხვა.
მოსწავლეები მათ მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ერთვებოდნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს