ეშტიის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
25-07-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ჟორა ანტაონიანი, სუსანნა ანტონიანი და თამარა მარკოსიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მათ სწავლაში მიღწეულ შედეგს და მრავალ სხვა წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203