
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. მათ შორის სკოლაში, სასწავლო წლის მანძილზე ბერნიკ ჰოვსეფიანის, გოჰარ ესოიანის და არმინე ეგანტოსიანის ხელმძღვანელობით, ფუნქციონირებდა კლუბი - „დედამიწა ჩემი სახლია“.
კლუბი აქტიურად იყო ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“. ეკოკლუბელები კონკურსის ფარგლებში მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებს ახორციელებდნენ და სასკოლო პრემიის ნახევარფინალში ღირსეულად წარდგნენ.
კლუბი მიღწეული წარმატებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდა. კლუბის წევრებმა კონკურსში მოპოვებული თანხით სკოლის ბიბლიოთეკისთვის საინტერესო წიგნები და განმავითარებელი თამაშები შეიძინეს.
იხილეთ ფოტოები: