ხიდრის საჯარო სკოლის ექვსი პედაგოგი მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდა
25-07-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში არიან ჩართულნი. 

მათ შორის აღსანიშნავია სკოლის მასწავლებელთა მონაწილეობა მუნიციპალურ კონფერენციაში. 

ხარაგაულში მუნიციპალური კონფერენცია, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 27 ივნისს ჩატარდა. 

კონფერენციაში ხიდრის საჯარო სკოლის ექვსი პედაგოგი მონაწილეობდა. 

კონფერენციის მონაწილეთა შორის საუკეთესო გამოცდილების პედაგოგები შეირჩა, მათ შორის ჩვენი სკოლის ორი პედაგოგია - იამზე პავლაძე და მზია ბერაძე, რომლებიც მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას;

სკოლაში პედაგოგებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„გილოცავთ ქალბატონებო ამ დიდ წარმატებას, მჯერა ჩვენ სკოლას ბევრჯერ ასახელებთ; მადლობა, სკოლის ყველა პედაგოგს იმ ინტერესისთვის და ჩართულობისთვის, რაც მათ აქვთ იმ სიახლეების მიმართ, რომელიც სამინისტროს მიერ სკოლებში ინერგება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203