
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ და კიდევ უამრავ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა განათლების სამინისტროს, წალენჯიხის რესურსცენტრს ამ მშვენიერი ჯილდოსთვის და უფრო მეტი წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო