საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გეგი თაბაგარი ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
22-07-2022

აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 

სკოლაში მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობდნენ. 

სპორტულ წარმატებას მიაღწია მოსწავლე გეგი თაბაგარმა. ის ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.

„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს საამაყო ვაჟკაცს! წინსვლასა და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203