ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მტირალას ეროვნულ პარკში 100 კედრის ნერგი და 50 კოლხური ბზა დარგეს
22-07-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურად ზრუნავენ ბუნებაზე და გარემოსდაცვით აქტივობებში ხალისით მონაწილეობენ. 

მათ შორის, ჩიბათის საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, მტირალას ეროვნულ პარკში გარემოსდაცვითი აქტივობები ჩაატარეს.

მოსწავლეებმა პარკის ტერიტორიაზე 100 კედრის ნერგი და 50 კოლხური ბზა დარგეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203