„სიხარული სულის ჯანმრთელობაა“- ჩიხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე
22-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს. 

სკოლაში ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“ მიმდინარეობდა. 

პროექტის ფარგლებში, VII-VIII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით კლუბი „სიხარული სულის ჯანმრთელობაა“ ჩამოყალიბდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღემავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავდნენ.

„არაფერია ნამდვილი და მარადიული, გარდა სიკეთისა, გულითადი ადამიანური სიკეთისა. ყველაფერი სხვა სიზმარივით გარდამავალია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203