მერჯევის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს
22-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით პედაგოგები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში არიან ჩართულნი. 

მათ შორის სკოლის პედაგოგებმა - თამარ კურცხალიამ, მელანო წიწილაშვილმა, ლია შაორშაძემ და ხათუნა დეკანოიძემ 2021-2022 აკადემიურ წელს, USAID-ის საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს. 

პედაგოგები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში პედაგოგებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203