მისაქციელის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა მშობლებმა შვილების საყვარელ მასწავლებელს წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ოქროს სიგელი გადასცეს
22-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და პედაგოგებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს.

პედაგოგების ღვაწლს აფასებენ მოსწავლეები და მათ მშობლები, რომლებმაც მათი შვილების საყვარელ პედაგოგს მარინა ვაჭარაძეს წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ოქროს სიგელი გადასცეს და გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

„მადლობა, მარინა მასწავლებელო ოთხი არაჩვეულებრივი წლისთვის. მე-20 ს-ის 90-იან წლებში, როცა მარინა მასწავლებელო, თქვენ მისაქციელის საჯარო სკოლაში შეუდექით პედაგოგიურ მოღვაწეობას, იქიდან მოყოლებული ქუხს თქვენი სახელი, როგორც საუკეთესო დაწყებითების პედაგოგი. ასეა დღესაც... ამიტომ, თქვენნაირმა მასწავლებლებმა იმრავლოს საქართველოს სკოლებში, რათა მივიღოთ განათლებული თაობები... ყველა დროში უსაყვარლესი და საოცარი ენერგიის, საუკეთესო პედაგოგი ხართ. გვიყვარხართ მშობლებსაც და ბავშვებსაც...“,- წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ქეთი ინაშვილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203