ციხისძირის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი ოთხი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს
22-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში 2020-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, დაუვიწყარი და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს და პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ. ღონისძიება პედაგოგ თამუნა აბრამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

„მე-4 კლასის გამოშვება, უმაგრესი ბავშვები და კლასის საუკეთესო ხელმძღვანელი. წარმატებები ბავშვებო, დიდი მადლობა თამუნა აბრამიანს ასეთი საუკეთესო ღონისძიებისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის სოციალური ქსელის გვერდით გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203