
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „სიცოცხლის ელემენტები“ წარმატებით ფუნქციონირებს.
ეკოკლუბის წევრები მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ აქტიურად არიან ჩართულნი და სასწავლო წლის მანძილზე კონკურსის ფარგლებში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს. შედეგიც სახეზე ეკოკლუბელები კონკურსის ნახევარფინალში გადავიდნენ.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ნახევარფინალი ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა.
„სიცოცხლის ელემენტების“ წევრები ნახევარფინალზე წარმატებით წარდგნენ და ფასიანი საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
„ხუნწის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა კონკურსის ნახევარფინალში წარმატებით წარმოაჩნეს თავი, რისთვისაც მადლობა ბავშვებს და მათ მასწავლებელ ნათია ჯღარკავას. ბავშვებს ნიკო კეცხოველის სასკოლო ოლიმპიადის ნახევარფინალზე გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, როგორც პროექტის, ისე მარტვილის მერიის სახელით, რისთვისაც მადლობა მათ“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: