ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის 37 წარჩინებული მოსწავლე ლეპტოპით დაჯილდოვდა, ხოლო 30 კურსდამთავრებული მედლის კანდიდატია
22-07-2022
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა შრომის შედეგი ნათლად ჩანს, რადგან მოსწავლეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპი გადაეცათ. საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულების გამო, კომპიუტერით 2019-2020 სასწავლო წლის შედეგებით 23, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლის შედეგებით 14 მოსწავლე დასაჩუქრდა.
2021-2022 სასწავლო წელს სკოლა წარჩინებით 30-მა მოსწავლემ დაასრულა. მათგან 24 ოქროს მედლის, ხოლო 6 ვერცხლის მედლის კანდიდატია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს