ვარძიის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანეები“ გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა
22-07-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანეები“, სამი წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა.
ეკოკლუბი ასევე, გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი“ აქტიურად ჩაერთო.
2021-2022 წლების „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის“ ფინალისტების გამოსავლენად რეგიონებში ნახევარფინალები გაიმართა.
ნახევარფინალში იმერეთიდან სულ 21 სკოლა მონაწილეობდა; ხარაგაულიდან - 4, მათ შორის „მწვანეები“ ვარძიის საჯარო სკოლიდან.
„მათ ღირსეულად წარმოადგინეს პრეზენტაცია და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. ვულოცავთ მათ წარმატებულ ასპარეზობას და მომავალში ფინალისტობას და გამარჯვებას ვუსურვებთ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ელისო არჯევანიძე მიღწეული შედეგით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მისი საამაყო მოსწავლეები მომავალში გამარჯვებასაც მოიპოვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს