თბილისის N119 სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
21-07-2022

თბილისის N119 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

კონპიუტერებით დასაჩუქრდნენ - ნატო ლაფაჩი, ელენე წიკლაური, ქრისტინე წიკლაური და ამავე სკოლიდან უკვე გადასული მოსწავლეები: დაჩი ხარაიშვილი და ქეთევან სონღულაშვილი. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203