წალენჯიხის N6 სკოლის სამ მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი საზეიმო ვითარებაში გადაეცა
21-07-2022

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე - მარიამ ზარქუა, ავთო ვაშაკიძე და ანდრია ვაშაკიძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„მარიამ ზარქუას, ავთო და ანდრია ვაშაკიძეებს ვულოცავთ! წარმატებები გქონოდთ ახალგაზრდებო!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203