წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ
21-07-2022

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს დამსახურებული ჯილდო წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლირა ღურწკაიამ საზეიმო ვითარებაში გადასცა. 

„15 ივლისს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლირა ღურწკაიამ ლეპტოპები გადასცა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203