
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ელენე ჭანტურია, ანი სამუშია, ელენე მანია, ელენე ხიჯაკაძე, თორნიკე შამუგია და დავით დადიანი პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ჩვენს მოსწავლეებს - ელენე ჭანტურიას, ანი სამუშიას, ელენე მანიას, ელენე ხიჯაკაძეს, თორნიკე შამუგიას და დავით დადიანს, საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერები. გილოცავთ, წარმატებები მომავალშიც!“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: